კიტ კელოგი: ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის მინიმუმ 30-დღიან შეთანხმებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინასა და რუსეთს შორის ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სურს, – ამის შესახებ ამერიკელი ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.

„ტრამპი უკრაინასა და რუსეთს შორის ყოვლისმომცველი, მინიმუმ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ცდილობს“, – თქვა მან.

კელოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ზღვაზე, ჰაერსა და ხმელეთზე, სულ მცირე, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. მისივე თქმით, ამის შემდეგ უკრაინასა და რუსეთს შეთანხმების გახანგრძლივება შეუძლიათ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელები ამისთვის მზად არიან. ახლა ჯერი რუსებზეა. ჩვენ ერთი მხარე გვყავს, ახლა მეორე მხარეა საჭირო. ვფიქრობ, ამასთან ახლოს ვართ“, – დასძინა კელოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები