საქართველოს 13 ქალაქს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა (ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადასცა.
ახალი მანქანები 13 ქალაქის ავტოპარკს შეავსებს.
ტყის ახალი სახანძრო მანქანები აბასთუმანს, ბორჯომს, ახმეტას, თელავს, თეთრიწყაროს, დუშეთს, კასპს, ხარაგაულს, ლენტეხს, ონს, მესტიას, ჩოხატაურსა და ხულოს გადაეცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უახლოეს მომავალში საქართველოში დამატებით 7 ახალი ტყის სახანძრო მანქანა შემოვა, რომლებიც შემდეგ ქალაქებს დმანისს, თიანეთს, ხაშურს, ადიგენს, ბაკურიანს, ქედასა და შუახევს გადაეცემა.
ახალი სახანძრო მანქანები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტენდერით მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინა. მისი საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.
ახალი სახანძრო მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს.
ახალი სახანძრო მანქანების მეშვეობით უკვე რამდენჯერმე მოხდა ტყის ხანძრების ლიკვიდაცია და მისი ფართო მასშტაბზე გავრცელების აღკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები