ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი დაჭრეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანსა და 40 წლამდე ასაკის მამაკაცს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად, დაზიანება ორივე მათგანს აღენიშნება, თუმცა არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე უკვე დაკავებულია ერთი პირი. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.