„გვარამიას მოვუწოდებ, ხელისუფლების ჰუმანურობას სისუსტედ ნუ ჩათვლის“

ერთადერთმა კაცმა იცის, თუ მართლა ვინ უსმენს, ეს გახლავთ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დღევანდელი ხელმძღვანელი და ცოცხალი თავით არ ამბობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების კომენტირებისას განაცხადა.
ქანთარია მიიჩნევს, რომ არჩეული პოზიციით გვარამია ცეცხლს ეთამაშება. დეპუტატი გვარამიას მოუწოდებს, მიიღოს ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება და დაასახელოს, თუ საიდან გამოჟონა ამ ინფორმაციამ.
“რაც შეეხება სიტყვებს – კუპრი, ჯოჯოხეთი და ა.შ., მე მას მოვუწოდებ, ხელისუფლების ჰუმანურობას სისუსტედ ნუ ჩათვლის. ჩვენ არავის მოვუწყობთ ჯოჯოხეთს, მაგრამ პირდაპირ ვეუბნები ბატონ გვარამიას, რომ იმ პოზიციით, რაც მან დაიჭირა, ცეცხლს ეთამაშება და თვითონვე დაინახავს ჯოჯოხეთს, ამიტომ მიიღოს ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება და დაასახელოს, საიდან გამოჟონა ამ ინფორმაციამ”, – განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები