ოკუპანტებმა ცხინვალის იზოლატორიდან კიდევ ერთი ქართველი გაათავისუფლეს
ცხინვალის იზოლატორიდან კიდევ ერთი ქართველი გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ კორბოულის მკვიდრი 100 ლარის სანაცვლოდ გამოუშვა. გათავისუფლებული მძევალი აცხადებს, რომ გამტაცებლების მხრიდან მასზე ზეწოლა არ ყოფილა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საჩხერის რაიონში გატაცების უკვე 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ცხინვალის იზოლატორში საჩხერის მკვიდრი 17 მოქალაქე რჩება.