დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გამრიცხველიანება, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებამდე დასრულდება
დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გამრციხველიანება, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებამდე დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, გამრციხველიანება საჭიროა, რათა დევნილთა მიერ გაწეული ხარჯები სრულად იყოს აღრიცხული.
“მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გვაქვს სამინისტროში, საკითხი ეხება გამრიცხველიანების თემას დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში, რათა დევნილთა მიერ გაწეული ხარჯები ზუსტად იყოს აღრიცხული და, შესაბამისად, სრულად დაფარული და გადახდილი. ობიექტების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით თბილისში უკვე არის გამრიცხველიანებული. მარტში, ან აპრილის შუა რიცხვებამდე ვვარაუდობთ, რომ დასრულდეს სამუშაოები”, – განაცხადა დავით დარახველიძემ.