„ლაფანყურის საქმის გამოძიება პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი“
ლაფანყურის საქმის გამოძიება პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის შეფასებით, ლაფანყურის საქმე, მართლაც, გაიწელა და რთული საქმეც იყო. “მე მაქვს ინფორმაცია გამოძიებიდან, რომ ეს საქმე პრაქტიკულად ბოლომდე არის მიყვანილი. ჩემი ინფორმაციით, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად გეგმავენ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას და გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.