ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, მეუღლესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვლთან შესახვედრად შევიდა.
ზაზა სარალიძესთან ერთად, მისი უფლებების დამცველი EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში ასევე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილი, ადვოკატთან ერთად.