ირაკლი ღარიბაშვილმა გორის მერობის კანდიდატი წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გორის მერობისა და შიდა ქართლის გემგებლების კანდიდატები წარადგინა.
ქალაქის მერობის კანდიდატი კოალიცია “ქართული ოცნების” მხრიდან ზურაბ ჯირკველიშვილი იქნება.
რაც შეხება გამგებლების კანდიდატურებს, ხაშურის რაიონში წარდგენილია გიორგი გურასპაშვილი, კასპში – გოჩა გოჩიტაშვილი, გორში- დავით ონიაშვილი, ქარელში – ზაზა გულიაშვილი.
“დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და დემოკრატიული, ისეთივე მშვიდი, როგორც წინა საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველანი მოხვიდეთ არჩევნებზე. ჩვენ დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ – მოდით, შემოხაზეთ 41 და ხმა მიეცით “ქართულ ოცნებას”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები