თურქეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
თურქეთის ქალაქ ანტალიაში საქართველოს ოთხი მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულები მობილური ტელეფონებისა და საკრედიტო ბარათების მოპარვაში არიან ეჭვმიტენილები. მურათფაშაშ რაიონის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ეჭვმიტანილების ბინის ჩხრეკისას, 10 სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონი, 1 ციფრული ფოტოაპარატი, 1 Ipad – ი, 6 საკრედიტო ბართი იქნა ამოღებული.
საქართველოს მოქალაქეები უკვე დაკითხეს, საქმე განსახილველად სასამართლოს გადეცა.