„კეზერაშვილის საქმიანობით არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ სხვა ქვეყნებიც არიან დაინტერესებული“
კეზერაშვილის საქმიანობით არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ სხვა ქვეყნებიც არიან დაინტერესებული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით ქართული მხარე ფრანგულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. “ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საფრანგეთის მხარესთან. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროსთან და პროკურატურასთან. კეზერაშვილის საქმით მხოლოდ ჩვენი ქვეყანა არ არის დაინტერესებული, არამედ – სხვა ქვეყნებიც.
ძალიან ბევრი კითხვა არის მის არალეგალურ საქმიანობაზე, მის ბიზნესაქმიანობაზე, მის სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რომლებიც ამაში ჩართულები არიან. მოსახლეობა და საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მალე გაიგებს, თუ რასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.