რუსმა ოკუპანტებმა კიდევ 7 ქართველი გაიტაცეს
საჩხერის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ 7 ქართველი გაიტაცეს. დაკავება ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 3 კილომეტრში მოხდა. ადგილობრივები იმ დროს აიყვანეს, როცა ჯონჯოლს კრეფდნენ. საოკუპაციო რეჟიმმა მძევლები ცხინვალის მიმართულებით წაიყვანა. ოჯახებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია. მოსახლეობა პანიკაშია და დახმარებას ითხოვს.
ბოლო ერთ თვეში უკანონო დაკავება თითქმის ყოველდღე ხდება. ეს მაისის თვეში გატაცების უკვე მეშვიდე შემთხვევაა. ცხინვალის იზოლატორში 20-ზე მეტი მძევალია მოთავსებული.