26 მაისის საქმეზე დღეს ლუკა კურტანიძე, ზაზა პაპუაშვილი და სოსო ჯაჭვლიანი დაიკითხებიან

  26 მაისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე განახლდება. დღევანდელ პროცესზე, სასამართლოში ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ზაზა პაპუაშვილი და სოსო ჯაჭვლიანი ასევე, პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე. მერაბიშილის ადვოკატის ოთო კახიძის განცხადებით, ბრალდების მხარემ შეასრულა პირობა და დაცვის მხარეს დასაკითხ მოწმეთა სია დროულად მიაწოდა. დღევანდელ პროცესს სავარაუდოდ, ბრალდებული ვანო მერაბიშვილი დაესწრება. საქალაქო სასამართლოში პროცესი სამუშაო დღის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები