ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერის არჩევნებში იყრის კენჭს

   ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერის არჩევნებში იყრის კენჭს.
როგორც “კვირას“ კიწმარიშვილმა განუცხადა, მან არჩევნებში განაცხადი პარტია “ჩვენი საქართველოს” სახელით შეიტანა.
“რუსთავში გავიზარდე, ვცხოვრობდი, იქ გავაკეთე ყველაფერი რაც კი წარმატებული იყო, მათ შორის “რუსთავი 2“. კარგად ვიცნობ ამ ქალაქის საჭიროებებს. ახლა გვაქვს პირველი შესაძლებლობა იმისა, რომ ქალაქის მერი პირდაპირი წესით ავირჩიოთ.  ეს მნიშვნელოვანი შანსია, რომელიც ამ ქალაქისთვის უნდა გამოვიყენოთ“, – განუცხადა “კვირას“ ეროსი კიწმარიშვილმა.
კიწმარიშვილის თქმითვე, მისმა წარმომადგენელმა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში ეროსი კიწმარიშვილის მერობის კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ განაცხადი გუშინ შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები