ბათუმი-ახალციხის გზაზე სტიქიით დაიზიანებული მონაკვეთის აღდგენა იწყება

   ახალციხის საავტომობილო გზაზე არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლისა და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოები, იწყება,- ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი განკარგულების პროექტი უკვე ხელმოწერილია. აღნიშნული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სამუშაოები პროექტირების პარალელურ რეჟიმში განხორციელდება, რომელიც, საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ეტაპობრივად იქნება შეთანხმებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტი განკარგულების პროექტით გათვალისწინებული აღდგენითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ,,გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის” მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან განახორციელებს.
დღეისათვის, დაბა ხულოს გასასვლელში, ბათუმი (ანგისა)ახალციხის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში ხორციელდება, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა კისახიფათოა, რადგან თოვლისა და წვიმების შედეგად, აღნიშნული გზის მონაკვეთზე 35 მეტრი სიგრძის ბეტონის ქვედა საყრდენი კედელია ჩანგრეული. ჩაწყდა მიწის ვაკისიც, რის შედეგადაც შევიწროვებულია გზის სავალი ნაწილი 2.5 მეტრამდე.
ასევე, არის საშიშროება, რომ იქვე არსებული 15მ. სიგრძის ქვედასაყრდენი კედელი ჩამოიშალოს, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალიზებას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები