დავით ნარმანია მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად ხვდება

    კოალიცია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დედაქალაქის უბნებში შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად იწყებს.
დღეს დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას მეუღლესთან, თინათინ თინიკაშვილთან და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ რიმა ბერაძესთან ერთად შეხვდა.
შეხვედრები გაიმართა უზნაძის, ჩიქობავას, ჩხეიძის, მაზნიაშვილის და ჩიტაიას ქუჩის მაცხოვრებლებთან.
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ისევე, როგორც დედაქალაქის სხვა, ძველ უბნებში, ჩუღურეთშიც პრობლემები იდენტურია – ამორტიზებული საცხოვრებელი სახლები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გარეგანათება, უმუშევრობა და სხვა, რომელთა მოგვარებას დავით ნარმანია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.
„მე და თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობას ვიბარებთ, მაგრამ მოვდივარ თითოეული თქვენგანის გვერდით დგომით. რაც უფრო აქტიური მხარდაჭერა გვექნება, მით უფრო მეტი იქნება ჩვენი მოტივაცია, რომ ბოლომდე დავიხარჯო და შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო დედაქალაქის განვითარებისა და აღმშენებლობისთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები