რუსმა ოკუპანტებმა 6 ქართველის გატაცება სცადეს

   საჩხერეში, საქართველოს მოქალაქეებს რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც 6 ქართველი ჯონჯოლის საკრეფად ტყეში იყო წასული. საქართველოს ექვსივე მოქალაქემ თავს გაქცევით უშველა.
ბოლო ერთ კვირაში ე.წ. მესაზღვრეებმა ქართული სოფლებიდან 19 ადამიანი გაიტაცეს. მათ შორის 17 საჩხერის რაიონის, 2 კი ხაშურის მკვიდრია. ყველა მათგანი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები