“ქართულმა ოცნებამ” ჩხოროწყუს გამგებლობის კანდიდატი წარადგინა
ჩხოროწყუში კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” გამგებლობის კანდიდატად დავით გოგუა დაასახელეს. გოგუა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა გიგა ბუკიამ და ანი მიროტაძემ წარადგინეს.
გამგებლობის კანდიდატის, დავით გოგუას განცხადებით, მისი პრიორიტეტი რაიონში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის განვითარება იქნება.
პარლამენტის წევრების განცხადებით, რომ დავით გოგუა რამდენიმე ღირსეულ კანდიდატთა შორის შეირჩა. მათივე თქმით, ადგილობრივი თვითმმმართველობის არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნება” დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.