ირაკლი ალასანია ვიქტორია ნულანდს შეხვდა

   საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ვიქტორია ნულანდთან ბოლო შეხვედრით დაასრულა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხს და სამომავლო გეგმებს.
მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ნატოს უელსის სამიტისთვის მზადების საკითხები. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო უკრაინაში განვითარებული მოვლენები და გამოცდილების გაზიარება.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე.
აშშ-ის მხრიდან – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები, ერიკ რუბინი და თომას მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები