გამყოფი ხაზის სოფლებში დაზარალებულთა საჭიროებებზე სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ესწრებოდა. კომისიის წევრებმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები განიხილეს მათ შორის მემცენარეობის, მესაქონლეობის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის, ბიზნესის ხელშეწყობისა და სხვა სფეროებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები