დავით ნარმანიას მეუღლე: დარწმუნებული ვარ, დათო წარმატებული მერი იქნება

კოალიცია “ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას მეუღლე მიიჩნევს, რომ ნარმანია დედაქალაქის ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი იქნება. ამის შესახებ დავით ნარმანიას მეუღლემ თინათინ თინიკაშვილმა გადაცემა “რეაქციის“ ეთერში განაცხადა.
“დარწმუნებული ვარ, დათო ძალიან წარმატებული მერი იქნება და თბილისის ისტორიაში წარმატებული მერის სახელით შევა. მჯერა, რომ ის დღე და ღამე დაუღალავად იშრომებს დედაქალაქის კეთილდღეობისთვის. თითოეული თბილისელის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის“, -აღნიშნა თინათინ თინიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები