,,ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონით ცოდვა არ დაგვიკანონებია“

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილს განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეების ორი ჯგუფი გამოიკვეთა, რომელთაგან ერთ-ერთი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარლამენტმა ცოდვა დააკანონა.
“ოპონენტებში მე ვხედავ ორ ჯგუფს. ერთნი არიან გულწრფელად შეშფოთებული ადამიანები, და შეუძლებელია შეშფოთებული არ იყოს მორწმუნე, პატრიარქი, სასულიერო პირი. მაგრამ ჩვენ განვმარტავთ, ცოდვა არ დაგვიკანონებია. ჩვენ სამართლებრივად არაფერი შეგვიცვლია და არც ის გვითქვამს, ეს არ არის ცოდვა. ჩვენ ვამბობთ, რომ ამის გამო, ისევე როგორც მრუშობის გამო, რომელიც არანაკლები ცოდვაა, ადამიანები არ ისჯებიან და მათ არ სცემენ. აი ეს ვთქვით ამ კანონით, მაგრამ არის მეორე ჯგუფი, რომელიც ცდილობს, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება. პოლიტიკური, არაგულწრფელი ოპონენტები, რომლებმაც საქართველოს ამცნეს, რომ თურმე ჩვენ ამ კანონში პირველად ჩავწერეთ რაღაცა სიტყვები და ამითი სამართლებრივი ძალა მივანიჭეთ ამ სიტყვებს “, – განაცხადა უსუფაშვილმა გადაცემაში “რეაქცია “ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები