,,ხელისუფლება სამართლიანობის უსამართლოდ აღდგენას არ აპირებს“

არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ მარტო გამარჯვება არ არის, ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ტოქშოუ “რეაქციაში” განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება მოსახლეობას აძლევს პირობას, რომ 15 ივნისის არჩევნებით ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი “თარეში“დასრულდება. “ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, საარჩევნო კამპანია დაწყებული გვაქვს. აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ მარტო გამარჯვება არ არის, ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი.
რაც შეეხება 2012 წლის არჩევნებს, მოდი, ვიყოთ რეალისტები და უნდა ვთქვათ სიმართლე – მაშინ იყო სრულიად განსხვავებული რეალობა და გარემო ქვეყანაში. ფაქტობრივად, მთელი საქართველო გაერთიანდა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, რომელმაც დიდი როლი ითამაშა “ქართული ოცნების” გამარჯვებაში. ბრძოლა, რომელიც პირველ ოქტომბერს დავიწყეთ, ბოლომდე არ არის მიყვანილი. ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ე.წ. კოჰაბიტაცია ძალიან რთული იყო ჩვენიხელისუფლებისთვის, რადგან ყველა წინგადადგმულ ნაბიჯზე გვხვდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ხელისშეშლა და მხოლოდ და მხოლოდ ვეტოები “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენების მხრიდან. ჩვენ ვაძლევთ პირობას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, იმ არჩევნებით, რომელიც 15 ივნისს გაიმართება, ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიან თარეშს ქვეყანაში”, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სამართლიანობის უსამართლოდ აღდგენას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები