ირაკლი ღარიბაშვილი: ვინ გითხრათ, რომ პრეზიდენტს არ ველაპარაკები?

ვინ გითხრათ, რომ პრეზიდენტს არ ველაპარაკები? – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტელეიმედის“ გადაცემაში “რეაქცია” წამყვანის კითხვას – რა ხდება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, არ ელაპარაკებიან ერთმანეთს?!. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ იმყოფება დღეს სტუდიაში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ღარიბაშვილის ვარაუდით, პრეზიდენტმა შესაძლოა, ჩათვალა, რომ არ არის საჭირო, იყოს წარმოდგენილი დარბაზში. “ნუ, ეს აბსოლუტურად ნორმალურია”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები