ლევან იზორია: პირდაპირ ვაცხადებ, რომ ამ ომში გვარამია დამარცხდება

პირდაპირ ვაცხადებ, რომ ამ ომში გვარამია დამარცხდება – ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლითაც ის ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობას ჰპირდება.
“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ამ ომში გვარამია დამარცხდება, მინდა, მის განცხადებებს გამოვეხმაურო. მან თქვა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ შემოწმება და შემოწმება განახორციელა პრეზიდენტს დაქვემდებარებულმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა. მინდა, ვთქვა, რომ ამის კომპეტენცია პრეზიდენტს დაქვმდებარებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არ ჰქონდა, რომ კერძო კომპანია შეემოწმებინა.
მაქვს ამ სამსახურის დებულება და ეს ჩანაწერი არ არსებობს, შესაბამისად, არც კერძო კომპანიას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, მიემართა ამ სამსახურისთვის, აქედან გამომდინარე, რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული სამსახურის ე.წ. შემოწმება, როგორც ისინი ამბობენ, ეს სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ეს ბატონმა გვარამიამ, რომელიც ასე გვემუქრება და ომს გვიცხადებს, იურისპრუდენციაში გარკვეული უნდა იყოს და უნდა იცოდეს“, – განაცხადა იზორიამ “მაესტორს“ პირდაპირ ეთერში. პროკურატურის განცხადებას, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-თან დაკავშირებული ფარული ჩანაწერები სააკაშვილის დაცვას უკავშირდება, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი საქმეს “შეკერილს“ უწოდებს და ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობას ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები