ირაკლი ალასანია: ჩემი მაღალი რეიტინგი ჯარის დამსახურებაა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს აფასებს. ალასანიას შეფასებით, მისი მაღალი რეიტინგი ჯარის დამსახურებაა.
„ძალიან კარგია, რომ საქართველოს მთავრობას და მის ინდივიდუალურ წევრებს გვაქვს რეიტინგი, ხალხის ნდობა. რაც შეეხება კონკრტულად ჩემთან დაკავშირებით, მე ვთვლი რომ ეს არის პირველ რიგში ჩვენი ჯარის დამსახურება და იმ ნდობის, რომელიც ქართულ საზოგადოებას ჯარის და თავდაცვის სამინისიტროს მიმართ აქვს. ძალიან მიხარია, რომ თავდაცვის უწყება არის ყველაზე სანდო ინსტიტუტი ქართული საზოგადოებისთვის, ეს ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ. NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწონების რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზეა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია – 67%-იანი რეიტინგით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები