როგორ უპასუხა საყვედურს პიკანტური ფოტოს ავტორმა და რას აცხადებს “რესპუბლიკური საავადმყოფოს” ხელმძღვანელი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ოფთალმოლოგის, ბაჩანა შენგელიას მიერ გამოქვეყნებული ფოტო, კლინიკის ხელმძღანელისთვის ყოვლად მიუღებელია და ექიმის ქცევას ამაზრზენად აფასებს.
უფრო მეტიც, როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მისთვის ბაჩანა შენგელიას ქცევა მიუღებელია, როგორც მამაკაცისთვის, როგორც მოქალაქისთვის და არანაირ ადამიანურ ნორმაში არ ჯდება.
ამასთან, ავთანდილ იმედაძე კატეგორიულად ემიჯნება თანამშრომელთა პირად ცხოვრებაში ჩარევას.
საქმე ეხება ექიმ ბაჩანა შენგელიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სექსის შემდეგ გადაიღო. ცნობისათვის, ფოტოზე აღბეჭდილია ბაჩანა შენგელია პარტნიორთან ერთად, ეს უკანასკნელი კი ფერადკანიანია. ფოტო საწოლშია გადაღებული.
ექიმმა აღნიშნული ფოტო გუშინ საღამოს გამოაქვეყნა, რასაც ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან, უარყოფითი რეაქცია და კომენტარები მოჰყვა.
უფრო მეტიც, აღნიშნული კომენტარებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს იმიჯიც შეილახა.
როგორც „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, თავად მისი ექიმის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და სტატუსი არ უნახავს. თუმცა, როდესაც ეს ინფორმაცია სხვებისგან შეიტყო, აღშფოთდა და გაოცება ვერ დამალა.

„ჩვენ აბსოლუტურად ვემიჯნებით თანამშრომლების პირად ცხოვრებაში ჩარევას. ეს არის მისი თავისუფლების გამოხატვა, რასაც დაწერს ან გამოაქვეყნებს, მან თავად უნდა აგოს პასუხი. მას რომ კლინიკის ფეისბუქის გვერდზე გამოექვეყნებინა, მართლაც ჩვენ ვიქნებოდით პასუხისმგებლები, მისი ქცევა სათანადო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, გასცენ პასუხი და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.
მე, თავად ეს ფოტო და სტატუსი არ მინახავს და არც წამიკითხავს, თუმცა, როცა მითხრეს, იმდენად ამაზრზენია ჩემთვის ასეთი რაღაცის მოსმენა ან შეხედვა, როგორც პიროვნების, როგორც კაცის, ადამიანის, როგორც ხელმძღვანელისთვის, საერთოდ მიუღებელია.
მაგრამ ეს ყველაფერი არის მისი პირადი ცხოვრება. თუ სათანადო ორგანოები მას დაადანაშაულებენ კანონდარღვევაში, ეს სხვა საკითხია. მე თავად, შენგელიას არ შევხვდრილვარ, მას კლინიკის ადმინისტრაციის უფროსი გაესაუბრა და მიუთითა, რომ მისი ქმედება არ იყო ლამაზი.
როგორც ექიმმა განმარტა, ეს ფოტო მას არ აუტვირთია ჩვენი კლინიკის ფეისბუქის გვერდზე. მან ატვირთა საკუთარ გვერდზე. თუმცა, მისი ქცევა არც ქართულ წესებში წერია, არც მამაკაცურში და არც არაფერში და ეს არ შეიძლება, პირადად ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, შესაძლოა, მეორე მხარის თანხმობითაც იყო ეს ფოტო გამოქვეყნებული“, – აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.
ამასთან, ავთანდილ იმედაძე აცხადებს, რომ თუ ექიმის ქმედებით შესაბამისი სამართალდამცავები სტრუქტურები დაინტერსედებიან და შეისწავლიან ამ ფაქტს, მაშინ იგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებაზე რეაგირებას მოახდენს.
თუმცა, ამ ეტაპზე მას ბერკეტი არ აქვს, რომ ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლოს.
„კლინიკის იმიჯს როგორ შეეხო? რა ვქნა, გავანთავისუფლო სამსახურიდან? ჩემი შეხედულება რომ მან რაიმე დანაშაული ჩაიდინა, სხვა რამ არის … ამიტომ ეს სათანადო ორგანოების მხრიდან უნდა იყოს გამოძიებული. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს არის თუ არა დამნაშავე ან არ არის თუ არა სწორი საქციელი და ამის შემ

დეგ მე აღვასრულებ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ისიც კი არ ვიცი, ეს ფოტო საქართველოშია თუ არა გადაღებული, ამიტომ გამოიძიოს შესაბამისმა სამსახურმა. როგორ ავუხსნა სრულწლოვან ადამიანს თუ რა ჩაიდინა. მესმის საზოგადოების აღშფოთება, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი, ამას მე კაცურად რას ვეტყვი და ადამიანურად, ეს სხვა საქმეა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი ბერკეტი არ მაქვს, მის საქციელზე რეაგირება მოვახდინო. მე უფრო მეტად აღშფოთებული ვარ. მე, როგორც მამაკაცს გამძაფრებული მაქვს, ეს ყველაფერი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. როგორც კაცისთვის, როგორც ქართველისთვის, როგორც ადამიანისთვის, მოქალაქესთვის. ყოველთვის ვაფრთხილებ ჩემს თანამშრომლებს, რომ როდესაც ექიმის ხალთს ჩაიცმევ, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს… არ შეიძლება ისე მოიქცე, როგორც სხვა ადამიანი… შენ ქცევაზე უნდა აგო პასუხი… თან ეს ყველაფერი ექიმთან არის ასოცირებული, რაც ძალიან ცუდია“ – განუცხადა „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ავთანდილ იმედაძემ.
ცნობისათვის, ექიმი ბაჩანა შენგელია ბოლო ორი წელია კლინიკაში ოფთალმოლოგად მუშაობს. მას, კლინიკის ხელმძღვანელი როგორც პროფესიონალს, დადებითად ახასიათებს და ამ ხნის განმავლობაში მას რაიმე სახის საყვედურიც არ დაუმსახურებია.

თავად, ექიმმა ბაჩანა შენგელიამ „კვირასთან“ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ დღეს, საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში საზოგადოებას უპასუხებს.
„კვირა“, აღნიშნული საკითხის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარი არ გააკეთეს.
კომენტარს არ აკეთებენ შს სამინისტროშიც.
თუმცა, ექიმის მიერ გამოქვეყნებული ფოტო მათთვისაც მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები