ალექსანდრე ჭიკაიძემ 8 ადამიანის გატაცებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ რვა ადამიანის გატაცებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. ჭიკაიძის განცხადებით, მოლაპარაკებები დაწყებულია.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ალბად მალე გაანთავისუფლებენ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ალექსანდრე ჟიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა სოფელ კორბოულის მკვიდრები დღეს დააკავეს. ოჯახის წევრებს ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. ბოლო დღეების განმავლობაში საჩხერის რაიონიდან 20-მდე ადგილობრივია გატაცებული.