საჩხერის რაიონიდან კიდევ 8 ადამიანი გაიტაცეს

საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან კიდევ 8 ადამიანი გაიტაცეს. ამ ინფორმაციას ჟურნალისტებთან საუბარში საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზამბახიძე ადასტურებს.
“ჯერ იმ 10 გატაცებულის ბედიც არ გარკვეულა და კიდევ 8 ადამიანია გატაცებული. ალბათ, მათი სასამართლო პროცესი ცხინვალში გაიმართება და შემდეგ გაირკვევა გატაცებულების ბედი”, – აცხადებს ინგა ზამბახიძე.
ბოლო დღეების განმავლობაში საჩხერის რაიონიდან 20-მდე ადგილობრივია გატაცებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები