ნამორაძის დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

 ნოშერვან ნამორაძის დაცვის მხარ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნამორაძესთვის პატიმრობის შეეფარდების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც „კვირას“ ნამორაძის ადვოკატმა ლალიკო გელაშვილმა განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ იქნა მიღებული და ის უსამართლოა.
„სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიიღო. ეს არის აბსოლიტურად უსამართლო გადაწყვეტილება. დიდი ხანია ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებას არ შევსწრებივარ“, – განაცხადა გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები