„შანსი არ არსებობს, ვანო მერაბიშვილს 26 მაისი ვაპატიო!

   „შანსი არ არსებობს, ვანო მერაბიშვილს 26 მაისი ვაპატიო“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს 2011 წლის 26 მაისის აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორთან და სახალხო კრების წევრთან ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუს სთავაზობს. როგორც ნონა გაფრინდაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, მას შს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი ეცოდება. თუმცა, დასძენს, რომ იგი მერაბიშვილს 26 მაისის აქციის დარბევას არ აპატიებს.
„გულწრფელად გითხრათ, მეცოდება მერაბიშვილი, რადგან იმის შნოც კი არა აქვს, სინანული მაინც გამოხატოს 26 მაისს დატრიალებულ ტრაგედიაზე. ოდნავი სინდისი მაინც რომ ჰქონოდა, ბოდიში უნდა მოეხადა ჩვენთვის, მაგრამ რომელ სინდისზეა საუბარი, როცა ეს ადამიანი 26 მაისით ამაყობს! შანსი არ არსებობს, ვანო მერაბიშვილს 26 მაისი ვაპატიო! მე რომც მივუტევო, ქართველი ხალხი არ აპატიებს ამას! დიახ, ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი, რომელიც ნებისმიერი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე დიდია! ერთადერთი ის მაკვირვებს, რატომ არ ზის ვანო მერაბიშვილის გვერდთ მიხეილ სააკაშვილი. დიახ, სააკაშვილის ადგილი ციხეშია და მანაც უნდა აგოს პასუხი! არსებული ხელისუფლების გასაგონად მინდა ვთქვა, არ უნდა შერჩეს მიხეილ სააკაშვილს 26 მაისის მაღაზიის სახურავზე შემოწყობილი გვამები“, – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოში, სადაც შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს, ნონა გაფრინდაშვილი მოწმის სტატუსით დაჰკითხეს. პროცესზე ნონა გაფრინდაშვილის დაკითხვას თავად განსასჯელი ივანე მერაბიშვილი არ დასწრებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები