ჯალაღანია: ახალგორში ე.წ. საზღვარი დღეს, ან ხვალ გაიხსნება
ახალგორში ე.წ. საზღვარი დღეს ან ხვალ გაიხსნება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს.
„სამწუხაროდ, ე.წ. საზღვარი ჯერ არ გახსნილა. მხოლოდ ჰუმანიტარული აქციებისთვის არის იგი ღია, თუკი რაიმე საჭიროება არის მოქალაქეებისთვის. ალბათ, დღეს ან ხვალ გაიხსნება. ყოველ შემთხვევაში, ამის ინდიკაცია მოსახლეობის მხრიდან არის. რა თქმა უნდა, ძალაშია მინისტრის განცხადება, რომ თუ ეს საკითხი ადგილობრივ დონეზე ვერ გადაწყდა და საოკუპაციო რეჟიმმა არ გახსნა ე.წ. საზღვარი, საგარეო უწყება ამ მიზნის მისაღწევად საერთაშორისო ბერკეტებს აამოქმედებს “, – აღნიშნა ჯალაღანიამ.