კასპში, ავტომანქანამ 11 წლის ქვეითად მოსიარულე მოზარდი იმსხვერპლა

კასპში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. 11 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მძღოლი ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა. მისი ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები