ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული კომბინირებული სიტუაციური სწავლება ჩატარდა

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალის“ საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული კომბინირებული სიტუაციური სწავლება ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ მიიღო.
კომბინირებული სიტუაციური სწავლების მიზანს დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგის აღმოჩენა, საკვანძო ადგილმდებარეობის დაკავება, დაშავებული სამხედრო მოსამსახურისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარება და მისი საჰაერო სამედიცინო ევაკუაცია წარმოადგენდა.
სწავლებაში ჩართული იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების საჰაერო სამედიცინო ჯგუფი. საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთან ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს.
III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალ​ზე“ 2017 წლის ივლისიდან ასრულებს. ასეულის უმთავრეს ამოცანას სამოქმედო არეალში პატრულირება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები