უკრაინამ ანტისემიტიზმისთვის სასჯელი გაამკაცრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტისემიტიზმის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს,- ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის ვებსაიტზე განთავსებული მონაცემები მოწმობს.

2021 წლის ოქტომბერში უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს ანტისემიტიზმის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ, თუმცა ანტისემიტიზმისთვის კონკრეტული სისხლისსამართლებრივი სანქციები მხოლოდ ახლა შემოიღეს.

ახალი რეგულაციების თანახმად, ეროვნების ან რელიგიის საფუძველზე სიძულვილის, შეურაცხყოფის ან დისკრიმინაციის წაქეზებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმა ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილმა ძალადობამ ან ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ეს კანონი 2022 წლის 15 თებერვალს მიიღო. როგორც მედია აღნიშნავს, დოკუმენტი პრეზიდენტის ხელმოწერას ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები