პრეზიდენტი სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პტრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღავლინა.
საქართველოს პრეზიდენტმა წირვის დასრულების შემდეგ სიონში შეკრებილ მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა:
„გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს, დღევანდელი დღე დიდი მადლია, კიდევ უფრო გვახარებს და აღგვაფრთოვანებს ის, რომ ჩვენი სულიერი მწყემსი, მისი უწმინდესობა ყოველ დღე გვპატრონობს და სწორ გზაზე გვაყენებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.