ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის პროცესში შესაძლოა, შვეიცარული და ებრაული ლაბორატორიები ჩაერთონ
ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაში პროკურატურა შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას გეგმავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინტენსიურად მუშაობს. მისივე თქმით, ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაზე საუბარი ნამდვილად მიმდინარეობს.
“ჟვანიას საქემს რაც შეეხება, საუბარია ექსჰუმაციაზე, რათა არ გაჩნდეს რაიმე შეკითხვები. ვაპირებთ, პროკურატურა გეგმავს, რომ მოხდეს შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვა, ვაპირებთ შეიქმნას გარკვეული კომისია. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები თომას ჰამებრებრგთან, რათა ისიც ჩაერთოს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს ეს პროცესი. ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ ამ საქმის ირგვლივ გამოიძება იქნას წარმართული და არც ერთი კითხვა აღარ დარჩეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის პროცესში შესაძლოა, შვეიცარული და ებრაული ლაბორატორიები ჩაერთონ.