შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.წ. ძარცვის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ტექნიკის ლომბარდის ოპერატორს 1500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.წ. მომხდარიდან მეორე დღეს, რუსთავში, ქუთაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.