“მე არ ვანსხვავებ არცერთ მედიასაშუალებას ერთმანეთისგან“

   „მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვანსხვავებ არცერთ ტელევიზიას, არცერთ მედიასაშუალებას ერთმანეთისგან და დიდ პატივს ვცემ მედიას და ვაფასებ მათ შრომას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. სხდომის დაწყებამდე პრემიერ–მინისტრი დაინტერესდა, ვინ განუცხადა მისი სახელით ტელეკომპანია „მაესტროს“, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ რეიტინგულ არხებს სტუმრობს. მანვე მთავრობის კანცელარიის უფროსს და საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაავალა შეისწავლონ ეს საკითხი და მოახდინონ სათანადო რეაგირება. „მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვანსხვავებ არცერთერთ ტელევიზიას, არც ერთ მედიასაშუალებას ერთმანეთისგან და დიდ პატივს ვცემ მედიას და ვაფასებ მათ შრომას“,–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა სხდომის დასაწყისში ასევე ისაუბრა ორ თემაზე, რომლებიც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქმე ეხება სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცებას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხის დარეგულირება ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში დაევალა კანცელარიას და დღეიდან წერტილი დაესმევა იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელსაც წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა. მანვე ისაუბრა კანონპროექტზე, რომლის ინიციატორიც არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო. საუბარია „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცებაზე“. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, რელიგიური უმცირესობების თემას ხშირად იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციისთვის. ახალი ხელისუფლების პირობებში რელიგიური უმცირესობების მიმართულებით ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, მათ შორის არის დღევანდელი გადაწყვეტილება. საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა ამ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები