ირაკლი ღარიბაშილი: კრიტიკას არ მივიღებ ე.წ. ოპოზიიციისგან – "ნაციონალური მოძრაობისგან"

   როდესაც მაკრიტიკებენ, მე ამ კრიტიკას ვიღებ, კრიტიკას არ მივიღებ ე.წ. ოპოზიიციისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის ტრადიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა გაგრძელდება და ყველა მინისტრი წარსდგება მედიის წინაშე. ღარიბაშვილის თქმით, ის ასევე აპირებს გამართოს ინტენსიური შეხვედრები სხვადასხვა არასამთვრობო ორგანიზაციებთან, ასევე ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან.
“მე ხშირად მომისმენია კრიტიკა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მისამართით. როდესაც ადამიანი ობიექტური და სამარლიანია, მისგან მხოლოდ ობიექტური და სამართლიანი კრიტიკა მომდინარეობს. ეს არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ხართ გასაკრიტიკებელი, ეს კრიტიკა უნდა მიიღოთ.
ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ბუნებრივია, ჩვენ რაღაც შეცდომებს ვუშვებთ და ამაზე კრიტიკას უნდა ველოდოთ. როდესაც მე მაკრიტიკებ, ეს აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია და მე ამ კრიტიკას ვიღებ თქვენგან და არა მხოლოდ თქვენგან, ნებისმიერი მოქალაქისგან მივიღებ კრიტიკას. კრიტიკას არ მივიღებ ე.წ. ოპოზიიციისგან – “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომლებსაც მე ოპონენტებად არ ვთვლი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები