კოკა ყანდიაშვილს ზაალ უდუმაშვილი ეცოდება – „გააფუჭეს ეს ბიჭი!“

„ზაალ უდუმაშვილს, რომ მერობის კანდიდატად დააყენებ, მართლაც დამთავრებული ხარ. სიმართლე გითხრათ, მეცოდება- გააფუჭეს ეს ბიჭი!“ – აცხადებს ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც კოკა ყანდიაშვილი გამოცემასთან საუბარში აღნიშნავს, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ქვეყნის საამაყო შვილია და მოსახლეობას უყვარს.
ყანდიაშვილი ამომრჩევლის მხრიდან არასერიოზულად მიიჩნევს, არჩევნებზე კახა კალაძესა და სხვა დანარჩენი პარტიების კანინატებს შორის არჩევანის გაკეთებას.
„ნაციონალურ მოძრაობას დიდი ხანია აღარაფრის თავი არა აქვს. ზაალ უდუმაშვილს, რომ მერობის კანდიდატად დააყენებ, მართლაც დამთავრებული ხარ. სიმართლე გითხრათ, მეცოდება- გააფუჭეს ეს ბიჭი!.
ბოკუჩავასნაირი ადამიანები, რომლის გამოც სააკაშვილი კონსტიტუციას ცვლიდა, იფაფხურებენ, აბა რა იზამენ?! დემოკრატია ზუსტად ეს არის, უნდა იაქტიურონ, თუმცა იმდენად იაფფასიანია ეს ყველაფერი, რომ არავითარ ინტერესს არ იწვევს, ხან მერიაში შევარდნენ, ხან საკრებულოში, ხან რა იმაიმუნეს და ხან რა. არადა, ხალხი ბრმა არ არის და ყველაფერს ხედავს. რამდენიც არ უნდა თქვან ტელევიზიიდან, ქვეყანაში შიმშილიაო, თვითონ ხომ იციან, რომ ასე არ არის?!
ილაპარაკონ რამდენიც უნდათ. სხვას ელოდით რამეს?! ზაალ უდუმაშვილსა და კახი კალაძეს შორის არჩევანი ხომ იმთავითვე არასერიოზული იყო?! ელისაშვილები და ხოშტარიები საერთოდ არც კი განიხილებოდა. კახი კალაძე ამ ქვეყნის საამაყო შვილია, ხალხის უზარმაზარი სიყვარული აქ და ვერაფერს დააკლებენ. დამიჯერეთ, მალე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება – ზაალი ტელევიზიაში დაბრუნდება, ალეკოც თავის ძველ საქმიანობას გააგრძელებს“, – აცხადებს ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები