უფლებადამცველი: ფონდ „იავნანას“ უშუალოდ სოსო თოფურიძე კურირებდა

უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას“ გარშემო ატეხილ სკანდალს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ეხმაურება და აცხადებს, რომ თაღლითმა საოპერო მომღერალმა საქართველოში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი „გადააგდო“, მათ შორის, ავეჯის მაღაზიების მეპატრონეებიც! როგორც უფლებადამცველი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას“ სოსო თოფურიძე კურირებდა. მისივე თქმით, ნაცმოძრაობის უშიშროების სამსახურები „იავნანას“ ერთგვარ სალაროდ მოიაზრებოდნენ.
„საშინელებაა, როცა კაცი შვილს ვერ ზრდის! ამას იმიტომ ვამბობ, რომ პაატა ბურჭულაძის ვაჟი შუქრი ბურჭულაძე ცივსისხლიანი მკვლელია! ერთხელ საეჭვო ვითარებაში გაათავისუფლეს ავსტრიის ციხიდან, სადაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ისევ ჩაიდინა მკვლელობა და თავისი ბავშვობის დროინდელი მეგობარი უსასტიკესი მეთოდებით გამოასალმა სიცოცხლეს, რისთვისაც ისევ სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს. პაატა ბურჭულაძემ ათეულობით მილიონი გაუბედურებული და სოციალურად დაუცველი ქართველების ცრემლების ხარჯზე იშოვა. როგორც ირკვევა, ბურჭულაძის ფონდ „იავნანას“ მიერ ხალხისთვის გადაცემული ბინები უვარგისია, რადგან საცხოვრებლებს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი აქვს გაკეთებული და მცირეწლოვანი ბავშვები სინესტესა და უბედურებაში იტანჯებიან. როგორც კი პოლიტიკაში ფეხი შემოდგა, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე მაშინვე სკანდალში გაეხვა, რადგან ხელფასის სახით თავის თავს 60 ათასი ლარი დაუნიშნა! პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანას“ ანგარიშზე ნაშთის სახით დარჩენილი ჰქონდა 9 მილიონი ლარი, აქედან 6 მილიონი გადამალა, ხოლო დარჩენილი 3 მილიონი არჩევნების ხარჯზე „გაათეთრა“. პოლიტიკაში შემოსვლით ბურჭულაძემ ნამდვილი ჰარაკირი გაიკეთა და მადლობა უფალს, ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი სახე ამ კაცისა, რომელიც დღეს რუსეთში ერთ-ერთი საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფონდ „იავნანას“ უშუალოდ სოსო თოფურიძე კურირებდა და ნაცმოძრაობის უშიშროების სამსახურები „იავნანას“ ერთგვარ სალაროდ მოიაზრებდნენ. ბურჭულაძის „იავნანა“ ყოველწლიურად 12 მილიონს აგროვებდა, რაც უშიშროების მხარდაჭერის გარეშე და თანაც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ყოვლად წარმოუდგენელი იყო. შემთხვევით არ მომხდარა ის ამბავი, რომ პაატა ბურჭულაძეს „მრჩევლად“ მაჭავარიანის ძმა დაუნიშნეს, ხოლო „იავნანადან“ და სააკაშვილის სპეცსამსახურებიდან ბურჭულაძის პარტიაში უამრავი ხალხი ჩასვეს“, – აცხადებს უფლებადამცველი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ დღევანდელ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები