„საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი“ შემაჯამებელ ღონიძიებას გამართავს

საქართველოს ახალგაზდრული პარლამენტის შემაჯამებელი ღონისძიება ხვალ გაიმართება. როგორც “კვირას“  საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დამფუძნებელმა თეონა ლავრელაშვილმა განუცხადა, შეჯამდება ის ინიციატივები, რომლებიც ასმა ახალგაზრდა პარლამენტარამა 2013 წლის განმავლობაში მიიღო. ხვალინდელ ღონისძიებაზე, ასევე ახალგაზრდა პარლამენტარები ისაუბრებენ რეგიონულ ვიზიტებსა და შედეგებზე.
„ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდული პარლამენტი ძალიან წარმატებულ საქმიანობას ეწეოდა. ახალგაზრდული პარლამენტი რთულ პოლიტიკურ პირობებში ჩამოყალიბდა, თუმცა მისმა ფუნქციონირებამ ძალიან ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. აქ არიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები. ახალგაზდა პარლამენტარები დიალოგისა და დებატების კულტურას სწავლობენ. ახალგაზრდული პარლამენტის მიერ შემუშავდა ორი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში დამტკიცდა ინიციატივად და კენჭისყრაც ამ წელს გაიმართება. “ – აღნიშნავს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დამფუძნებელი თეონა ლავრელაშვილი.55
საქართველოს ახაგაზრდული პარლამენტის შემაჯამებელ ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები, გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლობა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები დაესწრებიან. 2013 წლის საქმიანობის შეჯამებისას ახალგაზრდა პარლამენტარები სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებენ. ახლგზარდული პარლამენტის წევრებს ერთწლიანი მოღვაწეობისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და თეონა ლავრელაშვილი  სერთიფიკატებს გადასცემენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები