სნოში გახსნილი ახალი სასტუმროს მოგება საქველმოქმედო მიზნებისთვის დაიხარჯება- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სნოში, სასტუმროს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს და ყველა იმ პირს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა
„ჩვენ, ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვა, რომ მომავალ წელს დასრულდება კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა, რაც სტეფანწმინდას, სნოს და მთლიანად ამ რეგიონს აქცევს ზამთრის კურორტადაც, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი სასტუმრო რესურსი, რომელიც აქ არსებობს, პირდაპირ მიებმება გუდაურის პოტენციალს. მომავალ წელს ჩვენ ვიწყებთ მლეთა-კობის გვირაბის მშენებლობასაც, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და 2020 წლისთვის შევა ექსპლუატაციაში. ასეთი ერთობით, რომლის მომსწრეც დღეს ყველანი ჩვენ ვართ, ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება დიდ შედეგებს მიაღწიოს და ამის საწინდარი არის ის სიყვარული, რომლის მაგალითსაც ჩვენი პატრიარქის გვაძლევს დღევანდელ დღეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.