გორის რაიონში 4 წლის ბიჭი გავარვარებულ თონეში ჩავარდა

4 წლის ბიჭი გავარვარებულ თონეში ჩავარდა, რის შედეგადაც მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. შემთხვევა გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, კლინიკის მიმღებში პაციენტს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურის დამწვრობა აღენიშნებოდა.
„გორის რაიონში, 4 წლის ბავშვი თონეში ჩავარდა, საბედნიეროდ დედაც იქვე იყო და დროულად ამოიყვანა თონედან. თუმცა, ბავშვმა მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების დამწვრობა მიიღო. პატარა თავდაპირველად გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, საჭირო გახდა თბილისში გადმოყვანა. პატარა კატასტროფის ბრიგადით გადმოიყვანეს. პატარას მე-3 „ბ“ ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული. უკვე ჩაუტარდა უმძიმესი ქირურგიული ოპერაცია. ოპერაციის შედეგად, პატარას მუხლისა და იდაყვის ფუნქციები შეუნარჩუნდა. ამჟამად პაციენტი კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას გუგა ქაშიბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები