შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ქულთა სისტემის ამოქმედებასა და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადამზადების კურსი გაიარეს.
შსს-ს კვლევის და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში ჩავიდნენ და პატრულ-ინსპექტორებს ტრენინგები ჩაუტარეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის ცვლილებები პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში, რომელთა თანახმად, საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდება. ასევე, მკაცრდება ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესები.