შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული დ. ფ. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, “ნაგანის” ტიპის არარეგისტრირებული რევოლვერი, „SAVZ 24“-ის მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და სხვადასხვა კალიბრის 52 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები