შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა (ვიდეო)

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N2 სასაზღვრო სექტორის (ვალე) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე – 1975 წელს დაბადებული ილია მ. და 1970 წელს დაბადებული მამუკა ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები