სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შტორმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა Die Tagesschau იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთი ოჯახის 5 წევრი სახლში დაიწვა, რომელსაც მეხის დაცემის შემდეგ ხანძარი გაუჩნდა. კიდევ 4 ადამიანი შენობის ჩამონგრევას ემსხვერპლა.
მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ქალაქ კეიპტაუნის მიდამოებში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმი დაფიქსირდა.
ქალაქ ნაისნადან 11 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
სამხრეთ აფრიკაში შტორმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)
