თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა
თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არ გამოცხადდნენ, რის გამოც სხდომა ჩაიშალა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, უმრავლესობის 15 დეპუტატი სხდომაზე მივიდნენ, რათა ქვორუმი შემდგარიყო, თუმცა, უმცირესობის გამოუცხადებლობის გამო ქვორუმი არ შედგა და შესაბამისად სხდომა ჩაიშალა. საკრებულოს თავმჯდომარე კატეგორიულად მოითხოვს ორშაბათს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის მისვლას საკრებულოში. თბილისის მერია და საკრებულოს უმცირესობა, რომ საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშეს სხდომას არ დაესწრებოდა ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც აბესაძემ განმარტა, “დღევანდელ სხდომაზე დასწრებას აზრი არ აქვს, რადგან ის განკუთვნილია მერიის ბიუჯეტის ჩასაგდებად და არა იმ პრობლემებზე მსჯელობისთვის რაც ბიუჯეტის მიუღებლობამ გამოიწვია თბილისელებისთვის“